ახობაძე სერგო დავითის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აბაშა სოფ. ქოლობანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ჯუღელის რ-ნის აღმასრულებელი კომიტეტის რაიონული მიწის განყოფილების უფროსი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, ჯუღელის (ზესტაფონის) რ-ნი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური მონაწილე მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის კურსებზე და რესპუბლიკის პროპაგანდისტთა სკოლაში ჩამოყალიბებული კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციისა, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, ინდივიდუალური ტერორი საბჭოთა ხელისუფლებისა და სკკპ (ბ) წევრების წინააღმდეგ. ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას. 1937 წ. გადაიბირა ადრე ნასამართლევმა, ხალხის მტერმა, ტროცკისტულ-ტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა გ. ვ. სარჩიმელიამ, მისი დავალებით იბირებდა ახალ წევრებს რომლებიც ა/ს ელემენტებად ითვლებოდნენ. თავი დამნაშავედ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან