მიქაძე დავით ირაკლის ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: უმაღლესი პოლიტიკური განათლება
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის სამხედრო სასწავლებლის სოციალურ- ეკონომიური ციკლის პედაგოგი. წოდება - ბატალიონის კომისარი. საბჭოთა არმიაში სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობდა 1924 წლიდან.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი. სკკპ(ბ)-დან გაირიცხა 1937 წელს ხალხის მტრებთან კავშირის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1923 წლიდან აქტიურად ეწეოდა კ/რ ტროცკისტულ საქმიანობას, მიმართულს საბჭოთა არმიის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებისკენ, საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და კაპიტალიზმის რესტავრაციისაკენ. 3. აქტიურად ეწეოდა კ/რ ტერორისტულ აგიტაციას თსს სამეთაურო და კურსანტების შემადგენლობაში მათი პოლიტიკურ-მორალური მდგრადობისა და ბრძოლისუნარიანობის დასაქვეითებლად. 4. დაკავებული იყო ჯაშუშური საქმიანობით ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს სასარგებლოდ და აწვდიდა მათ ცნობებს ქართული ნაციონალური შენაერთებისა და თბილისის სამხედრო სასწავლებლის შესახებ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მენშევიკთა პარტიის ყოფილი წევრის შვილი