ეჯუბოვი ნერსეს არტემის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ადგილობრივი მრეწველობის განყოფილების #5 მაღაზიის გამგის მოადგილე.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1.იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. შედიოდა კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში, რომელსაც განზრახული ჰქონდა, განეხორციელებინა მავნებლობა, დაესუსტებინა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერე და დაემხო საბჭოთა ხელისუფლება. 3. 1935 წლიდან დაწყებული, ეწეოდა მავნებლობას პოლკის საქმეთა წარმოებაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1918-1920 წლებში მსახურობდა დაშნაკურ არმიაში საქმეთა მწარმოებლად. იყო ჩინოვნიკი ომის დროს. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1920-1937 წლებში მსახურობდა საქმეთა მწარმოებლად, იყო 1-ლი რანგის ტექნიკოს-ინტენდანტი, დემობილიზაციას უწევდა პოლიტიკური მოტივებით.