ჯიშიაშვილი აკაკი მინას ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: ინჟინერ-ეკონომისტის უმაღლესი განათლება.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა ეკონომისტად თბილისის ქიმკობინატში.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1929 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა 1938 წელს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1937 წლის მაისში გადაიბირესმემარჯვენეთა კ/რ მავნებლურ- ტერორისტულ, ორგანიზაციაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული შეიარაღებული აჯანყების გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, ძირგამოთხრელი მავნებლური საქმიანობის წარმოება სახალხო მეურნეობაში, ტერორისტული აქტების განხორციელება სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. ინფორმირებული იყო კ/რ ორგანიზაციის ბრძოლის მეთოდების და დავალებების შესახებ. თვითონ ა.მ. ჯიშიაშვილი ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას ქიმკობინატში. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კაჭარავა, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან