გვილავა ოლიფანტე ლუკას ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე
- პარტიულობა: 1920 წლიდან სკკპ(ბ) წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 07/11/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ აქტიური მონაწილე 1937 წლიდან იყო საქართველოს სსრ შინსახკომის აპარატის ყოფილ პასუხისმგებელ თანამშრომელთა ჯგუფის კ/რ შეთქმულებისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის აღდგენას.თავის კ/რ საქმიანობაში შეთქმულების ხელმძღვანელ ლორთქიფანიძესთან, შეთქმულების ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელ ძიძიგურთან და სხვებთან ორგანიზაციულად შეკრული გვილავა მათი დავალებით აგზავნიდა საზღვარგარეთ ჯაშუშურ შეტყობინებებს სსრკ-ზე და მასალებს საქართველოში მემარჯვენეებისა და ტროცკისტების კ/რ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, ხალხის მტრის, ტროცკისა და ფაშისტური სახელმწიფოების მთავრობებისათვის. წინასწარ და სასამართლო გამოძიებაში გვილავამ თავი დამნაშავედ არ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-1-ა, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან