მაშადი მურად მოვლა ფურ (1862)

  • დაბადების თარიღი: 1862 წ.
  • სახელის ვერსიები: მაშადი მურად მოვლა მოლას ძე
  • დაბადების ადგილი: ქ. ავშარი, ირანი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • სოციალური წარმომავლობა: კულაკი
  • განათლება: სასულიერო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო რელიგიური მსახური, მოლა
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 02/05/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1934 წლიდან იყო ირანის დაზვერვის აგენტი, 1934 წელს ირანიდან "თამინათის"(ირანის საიდუმლო პოლიცია) უფროსის, კაზივის მიერ ირანიდან გადმოსროლილი აგენტის, კულიევისგან მიიღო დავალება, გაეშალა ჯაშუშური საქმიანობა საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე. დაკავშირებული იყო ირანის საკონსულოს თანამშრომელ მირზა მაჰმუდ ხანთან, ამ უკანასკნელს აწვდიდა ჯაშუშური ხასიათის ცნობებს კოლმეურნეობის მდგომარეობის და კოლმეურნეთა განწყობილების შესახებ. 1935 წელს აწყობდა თავის ბინაში არალეგალურ შეკრებებს, სადაც განიხილავდნენ საკითხს შეიარაღებული ამბოხების, საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და ბურჟუაზიული წყობის დამყარების შესახებ. თავი ცნო დამნაშავედ. ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ელემენტი, შეურიგებელი მტერია. საქართველოს გასაბჭოების დღიდან ადგილობრივ მოსახლეობაში სისტემატურად ეწეოდა 1. 1921 წელს შექმნა ბანდა და ეწეოდა შეიარაღებულ ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1924 წელს მსხვილ კულაკებთან, ისმაილ მარიფ ოღლისთა და ყურბან ბაირამთან (ამჟამად უცხოეთშია) აწარმოებდა გაძლიერებულ აგიტაციას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და გლეხებს აქეზებდა, უწევდა ორგანიზებას და ამზადებდა მათ შეიარაღებული აჯანყებისთვის. 1931 წელს კოლექტივიზაციის პერიოდში ავრცელებდა პროვოკაციულ ჭორებს საბჭოთა ხელისუფლების ღონისძიებების წინააღმდეგ და სხვა კულაკებთან ერთად ეწეოდა თავგამეტებულ ბრძოლას საკოლმეურნეო მშენებლობის წინააღმდეგ. 1933 წელს აქებდა კაპიტალისტური ქვეყნების ცხოვრების წესებს, წინასწარმეტყველებდა საბჭოთა ხელისუფლების მოახლოებულ განადგურებას. გლეხებს არწმუნებდა, დაეტოვებინათ კოლმეურნეობები და შეენარჩუნებინათ ერთპიროვნული კულაკური მეურნეობა. 1935 წელს გახდა კ/რ რევოლუციური ჯგუფის ხელმძღვანელი. 1934 წლიდან იყო ირანული დაზვერვის აგენტი, ირანიდან გადმოსროლილი აგენტის კულიევ ბახლო კული ოღლის მეშვეობით მიიღო კ/რ ჯაშუშური დავალება, ირანული „თამინათის“ ხელმძღვანელ კაზიევისგან, რომელიც მოითხოვდა, გაეშალათ ანტისაბჭოთა და ჯაშუშური მუშაობა საქართველოს სსრ ტერიტურიაზე. კავშირი ჰქონდა ირანის საკონსულოს თანამშრომელ მირზა მაჰმუდ ხანთან, რომელსაც გადასცემდა ჯაშუშური ხასიათის ცნობებს კოლმეურნეობების მდგომარეობისა და კოლმეურნეთა განწყობილებების შესახებ. ბრალდებული მაშადი მურად მოვლა ფურ, მოლას ძე ბრალს აღიარებს ნაწილობრივ, მხილებულია ბახლუ კული ოღლი კულიევის, თოხმას ოღლი მუხტალის, ისმაილ მურთუზოვის, ასადულა ჰასან ოღლი ალიევის და კეფაიატა (ანა) თომას ას. ასკაროვას ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: არუთიუნოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

www.memo.ru-ს ცნობა: მოშადი მურად მოვლა ფურ მოლას ძე, საბჭოთა ანტისაბჭოთა და კ/რ საქმიანობას: . ყოფილი მსხვილი კულაკი-ექსპლუატატორი, დაპატიმრებამდე დაკავებული იყო რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულებით.ირანის მოქალაქე. პასპორტი გაცემულია ქ.თბილისში ირანის კონსულის მიერ 06/?1-34წ. N 47180 და ბინადრობის მოწმობა N 005812/2811 13/ ??-1936 წ.