წერეთელი დავით კონსტანტინეს ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით ინჟინერი. დაპატიმრებამდე იყო სსრკ ლიტფონდის დირექტორი.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, რუსთაველის პროსპექტი № 22
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: გამოძიების მსვლელობის დროს წერეთელმა აღიარა, რომ 1922 წელს გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გადაიბირა ემიგრანტმა მიხეილ წერეთელმა და იგი გახდა ფაშისტურ ორგანიზაცია „ივერიის“ წევრი. სსრკ-ში დაბრუნების შემდეგ იგი კონტრრევოლუციური ჯაშუშური საქმიანობით დაკავშირებული იყო კარპე მოდებაძეს, არჩილ მიქაძესა და სხვებთან. სასამართლოში წერეთელმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა სწორედ იმაში, რომ ფაშისტური ორგანიზაციის წევრი იყო, თუმცა ტერორისტული და ჯაშუშური საქმიანობა, რომელიც გამოძიების მსვლელობაში აღიარა, სასამართლოში უარყო. მოდებაძის და სხვათა ჩვენებები უარყო.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: ქობულოვი, აბაზოვი, ფაჩულია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-1-ა, 58-8, 58-9, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან