ეპშტეინი მაქს არონის ძე (1892)

  • დაბადების თარიღი: 1892 წ.
  • დაბადების ადგილი: ბელორუსია, მინსკი (პასპორტით და სხვა მონაცემებით - სოფ. კოპილი)
  • ეროვნება: ებრაელი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის ფეხსაცმელების ახალი ფაბრიკის დირექტორი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი

  • დაპატიმრების თარიღი: 07/14/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ მოსკოვიდან გამოთხოვნილ ფაბრიკის მუშაკთა ჯგუფთან ატარებდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ აგიტაციას. სისტემატურად ხდებოდა ფაბრიკისათვის არასაჭირო მასალებისა და დანადგარების შესყიდვა, იყო მსხვილი არასაწარმოო დანახარჯები, რამაც გამოიწვია კაპიტალის გაყინვა 1 მილიონი მანეთის ოდენობით. ეპშტეინისა და მის თანამოაზრეთა მავნებლური საქმიანობის შედეგად ახალი ფეხსაცმლის ფაბრიკას 1936 წლის განმავლობაში დანაკარგის სახით ჰქონდა 3 მლნ მანეთზე მეტი, ხელფასების ფონდის გადახარჯვამ 1 მლნ 300 000 მანეთი შეადგინა. არსებული მასალებით დადგენილია, რომ ეპშტეინი იყო თვალთმაქცი ტროცკისტი.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

საქმეში წარმოდგენილია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კომისიის 21. 12-1956 წლის მითითება ქ. მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის სამმართველოს უფროსის, ასევე სსრკ შსს 1-ლი სპეც განყ-ის და მთავარი პროკურორის სახელზე, გაიცეს განკარგულება შესაბამისი მმაჩის ბიუროს მისამართით, მიეცეს მ.ა ეპშტეინის მამას, ა.მ. ეპშტეინის გარდაცვალების ცნობა: “გაცნობებთ, რომ ა.მ. ეპშტეინს, დაბ. 1892 წელს, მიესაჯა პატიმრობა და სასჯელის მოხდისას გარდაიცვალა 03.40.1942 წელს“.