არტიუხოვი ივანე ივანეს ძე (1895)

  • დაბადების თარიღი: 1895 წ.
  • დაბადების ადგილი: კიევის ოლქი, სკვირსკის რ-ნი, სოფ. შამარევკა, უკრაინა
  • ეროვნება: უკრაინელი
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს შაქრის ქარხნის უფროსი მექანიკოსი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იბირებდა კულაკურ და თეთრგვარდიულ კონტრრევოლუციურ ელემენტებს, რომელთაც ავალებდა, ეწარმოებინათ კონტრრევოლუციური დივერსიულ- მავნებლური საქმიანობა. წარსულში როგორც თეთრგვარდიელი, მოხალისე გენერალ ვრანგლერის არმიისა, ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. იყო კონტრრევოლუციური, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც შემოტრიალდა და აქტიურად ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას საქართველოს შაქრის ქარხანაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ავაკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ყოფილი თეთრგვარდიელი, მოხალისედ მსახურობდა ვრანგლერის არმიაში