მიწიშვილი ნიკოლოზ იოსების ძე (1896)

  • დაბადების თარიღი: 1896 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი, სოფ. ჯვარისა
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების მომენტამდე იყო „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურის განყოფილების გამგე.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ, პლეხანოვის № 50
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო ანტისაბჭოთა ფაშისტური, ნაციონალისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. 1923 წელს, პარიზში ყოფნისას, მიწიშვილმა ორგანიზაციული კავშირი დაამყარა მენშევიკური ემიგრაციის ხელმძღვანელ ნოე ჟორდანიასთან და ამ უკანასკნელისგან მიიღო მითითებები საბჭოთა კავშირში კონტრრევოლუციური საქმიანობის წარმართვის შესახებ. 1924 წელს მიწიშვილმა ჯაშუშების, ქარუმიძისა და პირუმოვის მეშვეობით კავშირი დაამყარა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაზვერვასთან და გადასცემდა მას პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საიდუმლო ცნობებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი გახდა ლიტერატორთა კონტრრევოლუციური ფაშისტურ-ნაციონალისტური დაჯგუფების წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1935 წელს მიწიშვილმა ორგანიზაციული კავშირი დაამყარა საქართველოში ანტისაბჭოთა ცენტრთან და ტროცკისტ-ტერორისტ გასვიანის მეშვეობით მიიღო მითითება ტერორისტული და დივერსიული აქტების მომზადებაზე გადასვლის შესახებ. 1929 წელს ბრალდებული მიწიშვილი კვლავ გადაიბირა სხვა უცხო ქვეყნის დაზვერვამ, რომლის ჯაშუშურ დავალებებსაც იგი დაპატიმრებამდე ასრულებდა. დაპატიმრებულია 02.06-1927 წელს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყ- ის მიერ.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია
  • მუხლი: 58-1-ა, 58-6, 58-7, 58-8, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

გამოძიებას აწარმოებდნენ ქობულოვი, სავიცკი და კრიმიანი. რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 28.04-1956 წლის განჩინებით ნიკოლოზ იოსების ძე მიწიშვილი რეაბილიტირებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.