წულუკიძე-ახმეტელი თამარ გრიგოლის ასული (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
- ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. დაპატიმრების მომენტისთვის - უმუშევარი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, სასამართლოს N50
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 01/28/1937 წ.
- ბრალად ედება: დანაშაულის ხასიათი - მონაწილეობა ხელოვნების ხაზით ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელი საქმიანობის დაჯგუფებაში, რუსთაველის თეატრის შესახებ მთავრობისა და პარტიის დადგენილებების დისკრედიტაცია. დაპატიმრებულია 28.01- 1937 წ. საქ.სსრ შინსახკომის მიერ. მოთავსებულია კომენდატურში. წინასწარი გამოძიებისას მისცა ჩვენება, რომ 1934 წელს გადაიბირა კონტრრევოლუციურ ტერორისტულ ორგანიზაციაში ქმარმა, ა.ვ. ახმეტელმა და ხელოვნების ხაზით ეწეოდა ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელ საქმიანობას; კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის ჯაშუშ რადომსკისთან, ხოლო მოსკოვში გამგზავრების შემდგომ ჰქონდა მიმოწერა რუსთაველის თეატრის მუშაკთა ნაციონალისტური ჯგუფის წევრებთან თეატრში ძირგამომთხრელი საქმიანობის თაობაზე. სასამართლოზე თ.გ. წულუკიძე-ახმეტელმა არ დაადასტურა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ თვლის, მაგრამ არ იცის, რაში, და რომ მისი ჩვენებები წინასწარი გამოძიებისას დამახინჯებულადაა დაფიქსირებული და ამიტომ არ ადასტურებს.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 17-58-8, 58-6, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 11.02-1956 წ. განწესებით განაჩენი გაუქმებულია და საქმე N 4н-014545/55 შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.