ალანია შოთა ყარამანის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ხობის რაიონი, სოფ. ქვალონი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აჭარის ასსრ მუშურ-გლეხური მილიციის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი.
- საცხოვრებელი ადგილი: ბათუმის რაიონი, ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, პუშკინის ქ. # 54
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 06/15/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა 1932 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყოფილმა თანამშრომელმა ცომადოსმა. თავი დამნაშავედ არ ცნო. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო კოლეგიის განაჩენის მიხედვით სასჯელს იხდიდა ბათუმის ციხეში 11/4/1937. მოთავსებულია აჭარის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შიდა ციხეში 4/11-1938 წლიდან.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კრუაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ნათესავებს აცნობეს, რომ გარდაიცვალა 16/10-1942 წ. ღვიძლის კიბოთი. სიკვდილი რეგისტრირებულია ბათუმის რაიონის მმაჩის ბიუროში 24/07/1957წ. რეაბილიტაცია: 13/04-1957 წელს ასსრ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებით რეაბილიტირებულია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.