მიგინეიშვილი კირილე კონსტანტინეს ძე (1889)
- დაბადების თარიღი: 1889 წ.
- დაბადების ადგილი: სოფ. ონეთი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - კურორტების მომარაგებისა და ვაჭრობის დირექტორი
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი; პარტიიდან გაირიცხა 1937 წელს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ გადაბირებულ იქნა კ/რ ტროცკისტულ, ტერორისტულ, ჯაშუშურ, მეამბოხე ორგანიზაციაში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნ.ლაკობას მიერ. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლობას კურორტვაჭრობასა და მომარაგებაში. ამ მიზნით გადაიბირა კ/რ მავნებლურ ორგანიზაციაში დამზადების სექტორის უფროსი ი.ს. კანდელაკი, დაგეგმვის სექტორის უფროსი ბ.ა. ტარნოვსკი და მთავარი ბუღალტერი ნ.ა. პერვუშინი. ნ. ლაკობას დავალებით ანაგვიანებდა კურორტის სავაჭრო სამსონ ფილია, ნური ბაღაფში, აქვსენტი ბერიძე და სხვები (გაასამართლეს კ/რ მავნებლური საქმიანობისათვის1937 წელს), ეწეოდა სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას და ანიავებდა მათ. ეწეოდა ბრუნვის შემცირების პოლიტიკას და პრაქტიკას, თავის დროზე არ აწვდიდა სისტემის სავაჭრო ორგანიზაციებს გეგმურ დავალებებს, ეწეოდა სოციალისტური საკუთრების დატაცებას. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მომარაგების ადმინისტრაციის აპარატს ისეთი კ/რ ელემენტებით, როგორებიც იყვნენ: