გეგელია ვლადიმერ ბესარიონის ძე (1882)
- დაბადების თარიღი: 1882 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, მარტვილი, სოფ. სალხინო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. შინსახკომის საპატიმრო ადგილების სამმართველოს ბუღალტერი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ სამხედრო მეამბოხეთა ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და სსრკ-ში კაპიტალიზმის რესტავრაცია. კ/რ ორგანიზაციაში ატარებდა აქტიურ მუშაობას, აკავშირებდა კ/რ სამხედრო ორგანიზაციას სამეგრელოს კ/რ მეამბოხეთა ფაშისტურ ორგანიზაციასთან. ატარებდა კ/რ აგიტაციას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ცუცქირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფისა და მენშევიკების არმიის ყოფილი სამხედრო მოხელე. მსახურობდა წითელ არმიაში ხაზინადრად.