გოსტხორჟევიჩი გრიგოლი ვლადიმერის ძე (1897)

  • დაბადების თარიღი: 1897 წ.
  • დაბადების ადგილი: ყირიმი, ფეოდოსია, რუსეთი
  • ეროვნება: ებრაელი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საზღვრის დაცვის სამმართველოს მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი ინსტრუქტორი, უფროსი პოლიტხელი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1930 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო მონაწილე კონტრრევოლუციური შეთქმულებისა, რომელიც არსებობდა საქართველოს შინსახკომის სისტემაში. ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, არჩევდა კ/რ კადრებს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიტის კლუბში სამუშაოდ. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ. იმაში, რომ იყო კონტრრევოლუციური შეთქმულების წევრი, მაგრამ უარყოფს კ/რ საქმიანობის წარმართვას. მხილებულ იქნა მარკოვინის, ოლინის, ვოლკოვის, კრეიდენკოს და ბაღდასაროვის ჩვენებების საფუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კომოლცევი., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-8, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან