ლომაძე თეოფილე ეგორის ძე (1908)
- დაბადების თარიღი: 1908 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აბაშის რაიონი, სოფ. სუჯუნა
- სოციალური წარმომავლობა: წვრილი ვაჭარი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის პოლიტგანყოფილების უფროსი ინსტრუქტორი; წოდება - პოლიტიკური ხელმძღვანელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1928 წლიდან; 1937 წელს გაირიცხა კონტრევოლუციური კავშირების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო კ/რ სამხედრო ტროცკისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს განახორციელა ამხ. კიროვის საზარელი მკვლელობა და რომელიც მომდევნო 1934-1937 წლებში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 2) 1936 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო კ/რ ტროცკისტულ- ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრი თბილისის სამხედრო სასწავლებელში; 3) ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას სასწავლებელში, ამუშავებდა და კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში იბირებდა სამხედრო ძალებს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1938 წ., მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წვრილი ვაჭრის ოჯახიდან. 1924 წელს მონაწილეობას იღებდა მენშევიკურ ავანტიურაში.