ბურჭულაძე კირილე ბესარიონის ძე (1903)

  • დაბადების თარიღი: 1903 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ოზურგეთი, სოფ. გომი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი პოლიტიკური განათლებით
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე ასწავლიდა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. წოდება - უფროსი პოლიტხელმძღვანელი
  • პარტიულობა: პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო,

  • ბრალად ედება: რომ 1930 წლის აპრილში სამხედრო ტროცკისტულ ორგანიზაციაში გადაიბირა ხალხის მტერმა ბლუაშვილმა. ამ დროიდან მავნებლობდა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის პარტიულ-პოლიტიკურ სფეროში. ეწეოდა ახალ გადაბირებებს კონტრრევოლუციურ, ტროცკისტულ ორგანიზაციაში. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ისაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-11. 58-8.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან