ჯიბლაძე გრიგოლ დავითის ძე (1903)

  • დაბადების თარიღი: 1903 წ.
  • სახელის ვერსიები: ჯიბლაძე ჯოჯი დავითის ძე
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ფოთი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ფოთის პორტის პარტორგი
  • პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი 1924 წლიდან; გაირიცხა 1937 წელს მავნებლობისთვის.

  • დაპატიმრების თარიღი: 10/26/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი ფოთის პორტის მემარჯვენეთა კ/რ მავნებლურ- დივერსიული ორგანიზაციისა, რომელიც მავნებლობდა საზღვაო ტრანსპორტზე. 2. მემარჯვენთა კ/რ მავნებლური ორგანიზაციის პირდაპირი დავალებით ატარებდა ძირგამომთხრელ სამუშაოს ფოთის პორტში. 3. იყო ფოთის კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი. 4. ფოთის პორტის პარტორგად მუშაობის დროს ინარჩუნებდა კავშირს კ/რ ტროცკისტებთან, მატკავასა და პატარაიასთან და ამ უკანასკნელს უწევდა მატერიალურ დახმარებას. 5. ეწეოდა ა/ს აგიტაციას საკოლმეურნეო მშენებლობების წინააღმდეგ. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია მოწმეთა ჩვენებებით და დოკუმენტებით, მაგრამ უარყოფს თავის მონაწილეობას ფოთის კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ფილინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

დაპატიმრებულია 1937 წლის 26 ოქტომბერს.