პერებეინოსი ივანე ვასილის ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, ვორონეჟის გუბერნია, სოფ. ვოლკოვი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სპეცგანყოფილების უფროსი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, პარტიიდან, გაირიცხა 1937 წელს კ/რ ტროცკისტული წარსულის დამალვისთვის.
- ბრალად ედება: რომ პერებეინოსი იყო კ/რ მემარჯვენე-ტროცკისტული, ჯაშუშურ- მავნებლური, ტერორისტულ-მეამბოხე ორგანიზაციის წევრი აფხაზეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნესტორ ლაკობა. პერებეინოსი ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას სპეცგანყოფილებისა და „ავიაციისა და ქიმიური მრეწველობის ხელშეწყობის საზოგადოების“ ხაზით. კ/რ ლაკობას დავალებით იგი აგროვებდა და აწვდიდა მას ჯაშუშური ხასიათის ცნობებს აფხაზეთის სახალხო მეურნეობის შესახებ. ამის გარდა, პერებეინოსი ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას პოლონეთის და გერმანიის სადაზვერვო სამსახურების სასარგებლოდ და ამ სადაზვერვო სამსახურების აგენტებს, ბაიკოვსკისა და მარტინოვს (დააპატიმრა აფხაზეთის შინსახკომმა) აწვდიდა საიდუმლო მასალებს. პერებეინოსი მხილებულ იქნა მოწმეების ჩვენებებით. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან