ტელიატნიკი ვასილი სტეფანეს ძე (1905)

  • დაბადების თარიღი: 1905 წ.
  • ეროვნება: უკრაინელი
  • სოციალური წარმომავლობა: ხელოსანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო-კავკასიის მე-20 მსროლელი დივიზიის პოლიტიკური განყოფილების ინსტრუქტორი; წოდება - ბატალიონის კომისარი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; 1938 წლის მაისის თვეში დივიზიის პოლიტიკური განყოფილების ყოფილი უფროსის, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ დაპატიმრებული როზოვის მტრული საქმიანობისადმი მომთმენი დამოკიდებულების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის ავაზაკური მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტს სკპ(ბ)-ს ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ; 2) 1936 დასაწყისიდან იყო კ/რ საბრძოლო, ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის აღდგენას; 3) ეწეოდა მავნებლობას მე-20 წითელდროშოვანი მსროლელი დივიზიის პოლიტიკური განყოფილების მუშაობის სისტემაში, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სამხედრო ძლიერების შესუსტებისა და ძირის გამოთხრისაკენ. თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

შინამრეწველების ოჯახიდან. 1927 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში.