აშხაცავა არდაშ შმაფის ძე (1905)
- დაბადების თარიღი: 1905 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აფხაზეთი, ოჩამჩირის რაიონი, სოფ. ჯგერდა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: აფხაზი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საკავშირო კპ(ბ)-ს სოხუმის რაიონული კომიტეტის მდივანი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ, სოხუმის რაიონი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ)-ს წევრი 1928 წლიდან 1937 წლამდე; გარიცხულ იქნა პარტიიდან დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, მეამბოხე ლაკობასეული ორგანიზაციის წევრი. ა) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, მიმაგრებული იყო სოხუმის რ-ნზე, რათა ჩაეგდო საქართველოს კპ(ბ)-ს ცენტრალური კომიტეტისა და პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის კანდიდატურა, მიხეილ ლაკობასა და მიხეილ ჩალმაზის კანდიდატურების სანაცვლოდ. ბ) ცდილობდა გადაებირებინა კ/რ ორგანიზაციაში თავისი ნათესავი, კომკავშირელი ჯანსუღ დავითის ძე ეშბა, რომელსაც მისცა დავალება, გუდაუთიდან გამოეძახებინა კ/რ ტროცკისტულ-მემაბოხე ორგანიზაციის წევრი ტარბა-ზოლოტინსკი და უზრუნველეყო მისი გამგზავრება მოსკოვში, სადაც ის უნდა შეხვედროდა ბელადს (სტალინს) აფხაზეთის ახალ პარტიულ ხელმძღვანელებზე მაკომპრომეტირებელი განცხადების გადასაცემად. ვ) კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, მეამბოხე ორგანიზაციის წევრს ი. აკოფოვს (დაპატიმრებულია) მისცა დავალება, გამოსულიყო ახალი პარტიული ხელმძღვანელების წინააღმდეგ კომპარტიის აფხაზეთის საოლქო პლენუმზე. გ) სისტემატურად ეწეოდა აფხაზეთისა და საქართველოს კომპარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. დ) ეწეოდა მეამბოხე ხასიათის კ/რ აგიტაციას („ჩვენ მხარს დაგვიჭერს გლეხობა, გაჰყვება ნესტორ ლაკობას“). ლაკობიანელების კ/რ ორგანიზაციის წევრებისა და რიგი სხვა მოწმეების, აგრეთვე აშხაცავას პირადი აღიარებით დამტკიცდა, რომ იგი იყო მითითებული კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი, იყო კავშირში მის ხელმძღვანელ მ. ლაკობასთან და მისი დავალებით ეწეოდა კ/რ საქმიანობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პეტროსიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან