მამაიაშვილი არსენ პეტრეს ძე (1910)

  • დაბადების თარიღი: 1910 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, სიღნაღი, სოფ. ტიბაანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და საქართველოს ალკკ ცკ-ს პროპაგანდის ინსტრუქტორი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
  • პარტიულობა: ალკკ წევრი; გაირიცხა 1937 წ., როგორც კონტრრევოლუციონერი.

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ჯაშუშურ-ტერორისტული მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გადაიბირა 1937 წლის მარტში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა, კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კ. შ. ორაგველიძემ. ბრალდებულ ა.პ. მამაიაშვილისთვის ცნობილი იყო კ/რ ორგანიზაციის მითითებები საბჭოთა მთავრობის და სკკპ(ბ) ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორის გამოყენების, მავნებლური საქმიანობის ჩატარებისა და საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ. იბირებდა კ/რ ორგანიზაციაში ახალ წევრებს, აცნობდა ამ მითითებებს და აბამდა მათ აქტიურ კ/რ საქმიანობაში. უკმაყოფილების გამოწვევის მიზნით ატარებდა ანტისაბჭოთა და ანტიპარტიულ აგიტაციას. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია აგრეთვე კ. შ. ორაგველიძის, ვ. ნ. ნუცუბიძისა და პ. ა. ხობუას ჩვენებების საფუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან