ქალიაშვილი გიორგი ზაქარიას ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ხაშური, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - გორის რაიონის სამხედრო კომისარი, წოდება - ბატალიონის კომისარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1921 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1925 წლიდან შედიოდა არალეგალურ სამხედრო კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომელიც შემდგომში გაერთიანდა კ/რ მემარჯვენეთა ბლოკში, ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სამხედრო ძალის შესუსტებისკენ. კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო კ/რ ორგანიზაციის რიგ წევრებთან. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ნ.კ. ბლუაშვილის, დ.მ. მეტონიძის და დ.ე. მოგელაძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წარმოშობით მუშა. 1921 წლიდან მსახურობდა მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში პოლიტსამუშაოზე 1931 წლამდე რაიონული სამხედრო კომისრობის შემდეგ.