ერისთავი გიორგი მიხეილის ძე
- დაბადების თარიღი: —
გიორგი მიხეილის ძე ერისთავი დაბადებული 1874 წელს.
გიორგი ერისთავი ცხოვრობდა გორის მაზრა სოფელ ტყვიავში მამა-პაპისეულ მამულში.მშობლები:
მიხეილ ერისთავი გადამდგარი გენერალ-მაიორი,ყარსის ბრძოლების მონაწილე.დედა სოფიო ჯავახიშვი
ლი,ცნობილი აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის ახლო ნათესავი.ყავდა მეუღლე ოლღა ციციშვილი და
ერთი ვაჟი ნიკოლოზი.1924 წლის აგვისტოს აჯანყებამდე ის ეწეოდა საოჯახო მეურნეობას,რამდენადაც
ცნობილია ქონდა სამხედრო განათლება და იყო ოფიცერი.ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს
ანექსიის შემდგომ ჩართული იყო ანტი ბოლშევიკურ მოძრობაში და მონაწილეობას იღებდა აგვისტოს
აჯანყებაში.1924 წლის სექტემბერში გორის მაზრის საგანგებო სამეულის ბრძანებით დაპატიმრებული
იქნა საკუთარ სახლში გამთენისას და გადაყვანილი იქნა თბილისში მეტეხის ციხეში,საიდანაც მოხდა
მისი გადასახლება საქართველოს საზღვრებს გარეთ.უცნობია რამდენ ხანს დაყო მან გადასახლებაში,
ცნობილია რომ სავარაუდოდ მან თავი დააღწია გაქცევით კატორღას და იმალებოდა სხვა და სხვა ადგი
ლას.ბოლოს კი თბილისში ცხოვრობდა მისი მეორე მეუღლის დარია მაღალაშვილის სახლში და მოხუცე
ბულ ასაკში გარდაიცვალა.დაკრძალულია თბილისში,თბილისის ზღვის სასაფლაოზე.მას დარჩა ერთი
ვაჟი ნიკოლოზი,რომელიც მამის დაპატიმრების დროს იმყოფებოდა მამასთან ერთად.მაშინ გიორგი
დაშორებული იყო მეუღლესთან და თვითონ ზრდიდა ვაჟს.მისი დაპატიმრების შემდეგ ბოლშევიკებმა
გამოაძევეს 13 წლის ნიკოლოზი საკუთარი სახლიდან,მიითვისეს უძრავ-მოძრავი ქონება.შემდეგ მათ
სახლში დაარსეს დაწყებითი სკოლა. ნიკოლოზი 1991 წელს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში,დაკრძა
ლულია თბილისში კუკიის სასაფლაოზე.