ჩხიკვიშვილი ბენია გრიგოლის ძე

Chxikvishvili recto.jpg
  • დაბადების თარიღი: 1881 წ.
  • სახელის ვერსიები: ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე
  • დაბადების ადგილი: გურიის სოფელი საყვავისტყე
  • სქესი: კაცი
  • ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • განათლება: დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი. სწავლობდა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, საიდანაც 1900 წელს, დამამთავრებელი კლასიდან დაითხოვეს არალეგალურ სოციალ–დემოკრატიულ წრეში მონაწილეობისთვის.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ბენია ჩხიკვიშვილს ეკავა თბილისის მერის თანამდებობა (1919-1920 წლებში); 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; 1920 წელს იყო ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი; 1921 წლის თებერვალში საბჭოთა არმიის შემოჭრისას დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ–გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილის დატოვების შემდეგ, 1921 წლის მარტში შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგად (მოადგილედ).
  • საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
  • პარტიულობა: სოციალ-დემოკრატიული (მ) პარტიის წევრი
  • დახვრეტის თარიღი: 28 აგვისტო 1924 წ.
  • გარდაცვალების ადგილი: ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის მოთხოვნით, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავჯდომარემ ფელიქს ძერჟინსკიმ გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის ლიდერებს მიუსაჯა დახვრეტა, ისინი დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია
  • სამარხი: უცნობია

  • აღკვეთის ღონისძიება: საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო განყოფილების რწმუნებულმა ჯალაღანიამ განიხილა ბენია ჩხიკვიშვილის საბრალდებო საქმე და მოითხოვა მისი გადასახლება სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში მყოფ რსფსრ- ის რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში 5 წლით, სასტიკ იზოლაციაში.
  • დაპატიმრების თარიღი: 25 ივნისი 1924 წ.
  • გამსამართლებელი ორგანო: საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო განყოფილება
  • სასჯელის ზომა: უმაღლესი
  • დაპატიმრების ადგილი: ვერაზე ალექსანდრე ლანდიას ბინაზე.

  • წყაროები: http://bit.ly/2rHi9Wi, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919

ბიოგრაფია