ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე ელეონორა
- დაბადების თარიღი: 18 აგვისტო 1875 წ.
- სახელის ვერსიები: ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე ელეონორა
- სქესი: ქალი
- ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო არალეგალურ, ანტი-საბჭოთა მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების შემდეგ აქტიურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. 1925 წელს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში.
- პარტიულობა: 1902 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფმა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ელეონორაც იყო, რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა ჩაანაცვლა
პატიმრობები
- დაპატიმრების თარიღი: 1908 წ.
- აღკვეთის ღონისძიება: გადასახლება
- დაპატიმრების თარიღი: 1926 წ.
- რეაბილიტაციის სამსახური: გადასახლებიდან დაბრუნდა 30-იან წლებში; ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას. გარდაცვალების თარიღი უცნობია.
- წყაროები: http://bit.ly/2u1gqjF