ავალიშვილი გრიგოლ ლუარსაბის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- სახელის ვერსიები: ავალოვი გრიგოლ ლუარსაბის ძე
- დაბადების ადგილი: საქართველო, აფხაზეთი, სოხუმი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: თავადი; იყო ოფიცერთა ოჯახიდან.
- განათლება: სწავლობდა კადეტთა კორპუსში.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1928 წლიდან 1937 წლამდე იყო საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს სამობილიზაციო სათათბიროს პასუხისმგებელი მდივნის (უფროსის) მოადგილე.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, პლეხანოვის პრ. #111
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 06/22/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1932 წელს, კ/რ სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ჩათრეულ იქნა კ/რ ორგანიზაციის საქმიანობაში, რაც მიზნად ისახავდა არსებული წყობილების დამხობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სტესკო, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1913 წლიდან 1917 წლამდე მსახურობდა მეფის არმიაში, პორუჩიკის წოდებით. 1917-1920 წწ. მსახურობდა მენშევიკთა არმიაში იმავე ჩინით. 1921-1928 წწ. მსახურობდა მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში, ტერიტორიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. სამი შვილის მამა. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სმხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის № 1172/н 08/06-1956 წლის გადაწყვეტილებით სამეულის განაჩენი გაუქმნდეს და საქმე შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს რომ გარდაიცვალა 14/07-1941 წელს გულის ინფარქტით. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქალაქ თბილისის კალინინის რაიონის მმაჩის ბიუროში.