ბურშტეინი რუვიმ იოსების ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: პოლონეთი, ქ. ბელსკა
- ეროვნება: ებრაელი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ვეტერინარული განყოფილების ხელმძღვანელი, სამხედრო წოდება - პირველი რანგის სამხედრო ვეტერინარი
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, მავნებლური, სამხედრო, ჯაშუშური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. იყო უკრაინაში მოქმედი კონტრრევოლუციური, მეამბოხე, დივერსიულ-მავნებლური სამხედრო ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომლის დავალებითაც ეწეოდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. 3. იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მოქმედი ვეტექიმთა მეამბოხე, მავნებლური სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეწეოდა ფართო კონტრრევოლუციურ გადაბირებით და მავნებლურ საქმიანობას ცხენების გასანადგურებლად, ორგანიზაციაში გადაიბირა 9 კაცი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ვეტშემადგენლობიდან. მხილებულია 4 მოწმის ჩვენების საფუძველზე. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კერვალიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან