ზგური ლეონიდ პეტრეს ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- დაბადების ადგილი: მოლდავეთი, ბესარაბია, ქ. ბელშჩი
- ეროვნება: მოლდაველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით ინჟინერი. დაპატიმრებამდე - კომუნალური ბანკის აჭარის ქვეგანყოფილების ინჟინერი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ბათუმი
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 12/01/1934 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხანაგ ს.მ.კიროვის ვერაგული მკვლელობა და შემდგომ წლებში (1934-1937 წწ.) გეგმავდა ტერორისტულ აქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუგლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. აღნიშნული კ/რ ტროცკისტულ-მავნებლური ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლობას ქ. ბათუმის და ბათუმის რაიონის კომუნალური მშენებლობის ფინანსირებისას. ბრალდებულმა ზგურმა თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია ივლიანე სურგულაძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან