კვარაცხელია კაპიტონ სოლომონის ძე (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს შეიარაღებისა და მომარაგების უფროსი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1918 წელს იყო სადამსჯელო მენშევიკური რაზმის წევრი და მონაწილეობდა ბოლშევიკთა აჯანყების ჩახშობაში სამეგრელოში. მხილებულმა ხალხის მტერმა, ამიერკავკასიის მილიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა პოლიუდოვმა კვარაცხელია გადაიბირა კ/რ ტროცკისტულ ტერორისტულ ორგანიზაციაში. თავი ცნო დამნაშავედ იმაში, რომ მსახურობდა მაზრის პოლიციის სამმართველოში და სადამსჯელო რაზმში, ზერელედ და დაუდევრად ეკიდებოდა სამუშაოს. მხილებულ იქნა პოლიუდოვის ჩვენებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ქურიძე., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ყოფილი ოფიცერი. 1912-1914 წლებში მსახურობდა ზუგდიდის სამაზრო პოლიციის სამმართველოში.1921-1931 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში.