გამბარ ოღლი აზიზ (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. შახპური, ირანი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ირანელი
- სოციალური წარმომავლობა: მესაკუთრე
- განათლება: მცირედ მცოდნე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მედროგე; დაპატიმრების მომენტში - კონკრეტული საქმიანობის გარეშე
- დაპატიმრების თარიღი: 02/06/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ 1924 წლიდან 1938 წლამდე თბილისში ირანის კონსულს აწვდიდა ჯაშუშური ხასიათის ინფორმაციას საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; ეწეოდა ა/ს პროპაგანდას. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ბაგირ იაკუბ ზადე მაშადის, იაკუბ ზადეს და ლ.მ. პისარევის ჩვენებებით. ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი. კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავალებით ატარებდა ანტისაბჭოთა აგიტაციას საბჭოთა ხელისუფლების დღემოკლეობის შესახებ, გამოხატავდა იმედს, რომ კაპიტალისტური ქვეყნების მომავალ ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სსრკ დამარცხდება. ბრალი აღიარა. მხილებულია მაშადი ბაგირ იაკუბ ზადეს ჩვენებით და აგენტურული მასალებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ტოხუნცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-6, 58-10
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
www.memo.ru-ს ცნობა: ბრალად ედება, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური. ირანის მოქალაქე. ქ. თბილისში აგურხანის ყოფილი მფლობელი. სახლის მეპატრონე. ირანის საქველმოქმედო საზოგადოების ყოფილი წევრი. ჰქონდა ნაც. პასპორტი #11899II კატეგორია