გაბიჭვაძე გალაქტიონ თეოფილეს ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პედაგოგი; დაპატიმრებამდე - საქართველოს კომუნისტური პარტიის(ბ) ამბროლაურის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1931 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1936 წლის შემოდგომაზე გადაბირებულ იქნა კ/რ მავნებლურ- ტერორისტულ მემარჯვენეთა ორგანიზაციაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული შეიარაღებული აჯანყების გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, სახალხო მეურნეობაში ძირგამოთხრელ საქმიანობის წარმოება, ტერორისტული აქტების განხორციელება სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ინფორმირებული იყო სკკპ(ბ) და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის ბრძოლის მეთოდებისა და დავალებების შესახებ. თვითონ გალაქტიონ თეოფილეს ძე გაბიჭვაძე კ/რ ორგანიზაციის დავალებით ურევდა საქართველოს სკპ(ბ)-ს ამბროლაურის რაიონული კომიტეტის წევრთა და კანდიდატთას აღრიცხვას და სკპ(ბ)-ს ცენტრალურ კომიტეტს აწვდიდა არასწორ სტატისტკურ მონაცემებს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კაჭარავა, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან