ნიჟერაძე ალექსანდრე მიხეილის ძე (1894)

  • დაბადების თარიღი: 1894 წ.
  • სახელის ვერსიები: ნიჟარაძე ალექსანდრე მიხეილის ძე
  • დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში, საქართველო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: რესტორნის მფლობელი, ყოფილი ბანდიტი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. სოხუმი, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ, მოლოტოვის ქ. # 8

  • დაპატიმრების თარიღი: 11/24/1937 წ.
  • ბრალად ედება: კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის წევრის, დაპატიმრებულ ჟუჟუნავას ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული იყო წევრი კ/რ ტერორისტული ორგანიზაციისა გადაიბირა თავად ჟუჟუნავამ. 1937 წლის 11-17 ნოემბრის დაკითხვაზე ჟუჟუნავამ მისცა ჩვენება, რომ ნიჟერაძე შემჩნეული იყო პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში, რის შესახებაც თავად ნიჟერაძემ აუწყა ჟუჟუნავას და მანაც მისცა თანხმობა. ნიჟერაძე დაკითხვაზე კატეგორიულად უარყოფდა ჟუჟუნავას მიერ კ/რ ორგანიზაციაში გადაბირებას. მან თქვა, რომ ორგანიზაციაში გადაიბირა 1937 წლის აგვისტოში აფხაზეთის ასსრ შინ. სხ. კომ-ის მე-4 განყოფილების ყოფილი უფროსმა ჩაჩიამ. ნიჟერაძემ აღიარა, რომ ჩაჩიამ გადაბირებისას შესთავაზა ტყეში გასვლა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყებისთვის მომზადება, რაზეც ნიჟერაძე დათანხმდა, მაგრამ ტყეში გასვლა ვერ მოხერხდა, რადგან ჩაჩია მალევე დააპატიმრეს. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მარტიროსოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-8, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ნათესავებს აცნობეს, რომ გარდაიცვალა 19/01-1942 წ. კუჭის კატარით. სიკვდილი დარეგისტრირებულია აფხაზეთის ასსრ ქ. სოხუმის მმაჩის ბიუროში. რეაბილიტაცია: აფხაზეთის ასსრ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 24/05-1958 წ. დადგენილებით საქ.სსრ შინსახკომის სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.