ხუჭუა ბაგრატ ბესარიონის ძე (1889)
- დაბადების თარიღი: 1889 წ.
- დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფ. მელაური, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სასადილოს გამგე
- საცხოვრებელი ადგილი: სამტრედიის რაიონი, მელაურის მონაკვეთი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; 1936 წელს გარიცხულ იქნა საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან ტროცკისტობის გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 07/14/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ კავშირი ჰქონდა კ/რევოლუციონერ, ყოფილ აქტიურ ტროცკისტ ილარიონ სტურუასთან. იყო კ/რ ტროცკისტული, მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნესტორ გეგია. მტრულად განწყობილმა ხუჭუამ 1935 წელს გადაწვა გლეხის სახლი ქ. სამტრედიაში, ეწეოდა ა/ს და კ/რ აგიტაციას პარტიისა და მთავრობის ღონისძიებათა კრიტიკით, ეწეოდა მავნებლობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ნადარაია, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ნათესავებს აცნობეს, რომ გარდაიცვალა 06/11-1942 წელს ფილტვების ანთებით. სიკვდილი რეგისტრირებულია სამტრედიის რაიონის მმაჩის ბიუროში. რეაბილიტაცია: საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 31/12-1958 წლის N 1629 განჩინებით საქმე შეწყვეტილია ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო.