მდივანი აკაკი ქაიხოსროს ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფ. შუბანი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: წერა-კითხვის მცოდნე
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით კოოპერატორი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი. ამ კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიკმა, რომლის ხელმძღვანელობითაც ლენინგორის რაიონში დაკავებული იყო მავნებლური საქმიანობით სახელმწიფო კოპერაციის სისტემაში, განზრახ ქმნიდა უკმაყოფილებას მოსახლეობაში. წაყენებული ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და დაპირისპირებებით
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წარსულში: მენშევიკების პარტია. ყოფილი მენშევიკი. 1924 წლის აგვისტოს ავანტიურის მონაწილე.