კიურკჩიბაშევი ხაჩატურ ავეტისის ძე (1890)
- დაბადების თარიღი: 1890 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ინჟინერი, წითელი ჯვრის სამრეწველო განყ-ის უფროსის მოადგილე
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ენგელსის ქ. № 52
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 09/26/1936 წ.
- ბრალად ედება: მოათავსეს საქ. შინსახკომში. კიურკჩიბაშევის დაპატიმრების საფუძველი გახდა საქ.სსრ შინსახკომის საიდუმლო პოლიციის განყ-ის უფროსის, სულთანიშვილის ხელმოწერილი ცნობა იმის შესახებ, რომ კიურკჩიბაშევი აგზავნიდა გერმანიიდან ტროცკისტულ და ემიგრანტულ ლიტერატურას. გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში კიურკჩიბაშევი ამხილეს მიქაძემ, აბაშიძემ, შვაბემ და მასხულიამ, თუმცა მათი პირზე დადგომა არ შემდგარა.1937 წლის 28 ივნისს კიურკჩიბაშევის ბრალდების საქმე განიხილა სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომლის დროსაც კიურკჩიბაშევმა წაყენებულ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, მაგრამ დაადასტურა, რომ გერმანიიდან თავის სიძეს, ლ. აღნიაშვილს გამოუგზავნა ტროცკისტული ლიტერატურა; მიქაძის, აბაშიძის, შვაბეს და მასხულიას ჩვენებების სისწორე უარყო.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-10
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 19.10-1957 წლის