ტოროშელიძე მალაქია გიორგის ძე (1880)

  • დაბადების თარიღი: 1880 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური, სოფ. სხვავა
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: განათლებით იურისტი. დაპატიმრების მომენტში იყო განათლების სახალხო კომისარი
  • საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი

  • დაპატიმრების თარიღი: 10/09/1936 წ.
  • ბრალად ედება: ტოროშელიძე დაპატიმრებულია 09.10-1936 წელს საქ.სსრ შინსახკომის საიდუმლო-პოლიტიკური განყ-ის დადგენილებით. დაპატიმრების მოტივი იყო „კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ საქმიანობა“. ტოროშელიძის ბრალდების საქმის გამოძიება დასრულდა 1937 წლის 29 მაისს. 1937 წლის 14, 16 და 20 ივნისს ტოროშელიძე კვლავ დაჰკითხეს და მან აღიარა დანაშაული, რომ 1935 წელს შევიდა კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ცენტრში, რომელიც ამზადებდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და ტერაქტების ორგანიზებას, პირველ რიგში კი ბერიას წინააღმდეგ. ჩვენებაში მიუთითა, რომ კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ორგანიზაციაში იგი 1935 წელს გადაიბირა ბ. მდივანმა, ამასთანავე დაასახელა მისთვის ცნობილი რიგი პირებისა, რომლებსაც იგი მდივნის ნათქვამით იცნობდა, როგორც კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრებს (იმ დროისათვის მათი უმრავლესობა დაპატიმრებული იყო). მან ასევე აღიარა, რომ, მართალია, იყო სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი ვარაუდით, ადგილი ჰქონდა მავნებლობას ნავთობმოპოვებაში, მოლიბდენის მოპოვებაში, ბორჯომის ელექტროსადგურის მშენებლობასა და სოფელ დუშეთთან დამეწყრილი რაიონის შემოვლითი გზის მშენებლობაში, მაგრამ არ რეაგირებდა.
  • გამსამართლებელი ორგანო: საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეც. სესია, მონაწილეობდნენ: ისაკაძე, ტატუზოვი, ჩხეტიანი, ჯაფარიძე
  • მუხლი: 17-58-8, 17-58-9, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

რეაბილიტაცია: მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე სსრკ უზენაესი სასამართლოს