ნაჭყებია სევერიან პავლეს ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: სენაკი (ცხაკაია), საქართველო.
- სქესი: კაცი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ჩეჩნეთ-ინგუშეთის საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკის ადვოკატთა კოლეგიის წევრი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ფაშისტურ-მეამბოხე ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეგრელოში. იყო სსრკ-ს სახელმწიფო გეგმის თანამშრომელი, შედიოდა იქ არსებულ მავნებლური ორგანიზაციაში და 1935 წლიდან იძებნებოდა სსრკ-ს შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს მიერ. 1931 წლიდან იყო არალეგალურ მდგომარეობაში და იმალებოდა საბჭოთა კავშირის შიდა რაიონებში, ცხოვრობდა ჩაწერის გარეშე. ბრალდებულმა ნაჭყებიამ აღიარა კ/რ ფაშისტური მეამბოხე ორგანიზაციის შექმნა და სსრკ-ს ტერიტორიაზე არალეგალური ცხოვრება. მხილებულ იქნა რამდენიმე მოწმის ჩვენების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ქურიძე., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1, 58-10, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია