გეთია მიხეილ იაკობის ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჯვარი
- სქესი: კაცი
- ეროვნება: ქართველი
- მოქალაქეობა: საქართველოს სსრ
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ზემო სვანეთის გზის მშენებლობის ბუღალტერი
- საცხოვრებელი ადგილი: წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჯვარი.
- დახვრეტის თარიღი: 1937 წ.
- დაპატიმრების თარიღი: 1937 წ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული
- მუხლი: 58-11
- სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით.
- საარქივო საქმე: ფონდი 8, საქმე 37432, ყუთი 156, ოქმი 75, ტ 1, გვ 66
ბიოგრაფია
პირველი დაპატიმრება მოხდა 1931 წელს ყოფილი სახელმწიფო პოლიციის სამმართველოს მიერ, კ/რ საქმიანობისათვის.
მეორედ დააპატიმრეს იმის გამო, რომ 1935 წელს ეწეოდა აქტიურ საქმიანობას გზათა მშენებლობაში. იგი გადაიბირა ხალხის მტერმა ზემო სვანეთის კომპარტიის რაიონული კომიტეტის თავჯდომარე ალექსანდრე წიკლაურმა, რომლის დავალებითაც ახორციელებდა ძირგამომთხრელ საქმიანობას გზის მშენებლობაში. ამასთან ერთად წარსულში იყო მენშევიკების ოფიცერი.