ავალიშვილი გრიგოლ ლუარსაბის ძე (1893)

ავალიშვილი გრიგოლ ლუარსაბის ძე (1893).jpg
  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • სახელის ვერსიები: ავალოვი გრიგოლ ლუარსაბის ძე
  • დაბადების ადგილი: საქართველო, აფხაზეთი, სოხუმი
  • სქესი: კაცი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: თავადი; იყო ოფიცერთა ოჯახიდან.
  • განათლება: სწავლობდა კადეტთა კორპუსში.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1928 წლიდან 1937 წლამდე იყო საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს სამობილიზაციო სათათბიროს პასუხისმგებელი მდივნის (უფროსის) მოადგილე.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, პლეხანოვის პრ. #111

  • დაპატიმრების თარიღი: 1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1932 წელს, კ/რ სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ჩათრეულ იქნა კ/რ ორგანიზაციის საქმიანობაში, რაც მიზნად ისახავდა არსებული წყობილების დამხობას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სტესკო, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1913 წლიდან 1917 წლამდე მსახურობდა მეფის არმიაში, პორუჩიკის წოდებით. 1917-1920 წწ. მსახურობდა მენშევიკთა არმიაში იმავე ჩინით. 1921-1928 წწ. მსახურობდა მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში, ტერიტორიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. სამი შვილის მამა. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სმხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის № 1172/н 08/06-1956 წლის გადაწყვეტილებით სამეულის განაჩენი გაუქმნდეს და საქმე შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს რომ გარდაიცვალა 14/07-1941 წელს გულის ინფარქტით. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქალაქ თბილისის კალინინის რაიონის მმაჩის ბიუროში.