დობროვოლსკაია მარია ვლადიმირის ასული (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: ხელოსანი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მდივანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. გადაიბირა 1937 წელს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ჟუჟუნავამ. დობროვოლსკაიამ იცოდა, რომ კ/რ ტერორისტული ორგანიზაცია ამზადებდა საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას და ტერორისტულ აქტებს პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. მან მისცა თანხმობა, შეესრულებინათ ყველა კ/რ დავალება, რომელიც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან მოდიოდა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატიდან ჟუჟუნავას გადასვლის შემდეგ დობროვოლსკაია დარჩა სამუშაოდ შინსახკომში და ასრულებდა კ/რ ორგანიზაციის ააგენტის მოვალეობას - გასცემდა აფხაზეთის შინსახკომ-ის მიერ კ/რ-იის წინააღმდეგ მიმართულ ოპერატიულ ჩეკისტურ ღონისძიებებს. ეს ცნობები მას კ/რ ორგანიზაციებისთვის უნდა გადაეცა ჟუჟუნავას მეშვეობით. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მარტიროსოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან