მანგუპლი სამსონ მოსეს ძე (1897)

  • დაბადების თარიღი: 1897 წ.
  • დაბადების ადგილი: ზაპოროჟიეს ოლქი, ქ.ბერდიანსკი, უკრაინა
  • ეროვნება: ებრაელი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის ვაჭრობა
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. სოხუმი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო გადაბირებული კ/რ მავნებლური, მემარჯვენე ორგანიზაციის წევრად ბოლქვაძის მიერ. მისი დავალებით აფხაზეთის ვაჭრობის სისტემაში ატარებდა მავნებლურ სამუშაოებს, სადაც ბოლქვაძის, მინასიანის და ზვანბაიას დავალებით ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას. 2) ბოლქვაძის, მინასიანის და ზვანბაიას ხელმმძღვანელობით შეჰქონდა აფხაზეთში დიდი რაოდენობის გაუსავლიანი და უხარისხო სამრეწველო საქონელი, რითაც გამოიწვია აფხაზეთის მოსახლეობის უკმაყოფილება და საბჭოთა სავაჭრო სისტემის, საბჭოთა ვაჭრობისა და საბჭოთა ხელისუფლების დისკრედიტაცია, შეაჩერა საქონელბრუნვა, აქტიურად აფერხებდა საქონლებრუნვის შესრულებას და წლების განმავლობაში სისტემატურად წყვეტდა აფხაზეთის ვაჭრობის ბრუნვის საშუალებას. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან