ბრუხალი ბრონისლავ იოსების ძე (1907)

  • დაბადების თარიღი: 1907 წ.
  • დაბადების ადგილი: უკრაინა, ვინიცის ოლქი, ქ. იამპოლი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: პოლონელი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: შინსახკომის შეიარაღებულ ჯარებში მსახურობდა 1932 წლიდან, დაპატიმრებამდე - სოხუმის საგუშაგო სასაზღვრო ნაწილის ხელმძღვანელის თანაშემწე.

  • ბრალად ედება: რომ 1931-32 წლებში უკავშირდებოდა საზღვარგარეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურს, რომელმაც იგი გადმოიბირა, რომ ეწარმოებინა ჯაშუშური საქმიანობა და მიეღო ჯაშუშური ხასიათის დავალება. ამა წლის 08/01 ბრუხალმა მოახერხა, გაქცეულიყო საგუშაგოდან მეუღლესთან ერთად. გაითამაშა თვითმკვლელობა. მხილებულია მოწმე ბაშილაშვილის ჩვენებით. თავი ცნო დამნაშავედ, მაგრამ შემდეგ უარყო დანაშაული.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხოლოპოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ა.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1909 წლიდან 1917 წლამდე ცხოვრობდა ბესარაბიაში. როგორც თავისი, ასევე ცოლის ხაზით ჰყავს ნათესავები საზღვარგარეთ.