პოლიტოვი ლევ ნიკოლოზის ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ბერძენი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ექიმი; ქალაქ თბილისის სახალხო სასწავლებლების სახელმწიფო მრჩეველ-ინსპექტორი; წითელ არმიაში - 1934 წლიდან. დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სახალხო კომისარიატის სანიტარიული ნაწილის მე-3 ქვეგანყოფილების ხელმძღვანელის თანაშემწე; წოდება - მესამე რანგის სამხედრო ექიმი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1936 წელს გახდა კონტრრევოლუციური, სამხედრო, დივერსიულ- მავნებლური და ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, სადაც გადაიბირა ხალხის მტერმა ავშაროვმა. ამ უკანასკნელის დავალებით ეწეოდა კონტრრევოლუციურ, მავნებლურ საქმიანობას 21-ე საინჟინრო ბატალიონის კვების ბლოკში. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან