კიკვაძე ვასილ მაქსიმეს ძე (1905)

  • დაბადების თარიღი: 1905 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველო, აჭარა
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის მეტალურგმშენის მუშათა მომარაგების განყ-ის ბუღალტერი
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. N 20, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: უპარტიო
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია
  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

დაპატიმრებულ იქნა 09.04-1949 წელს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მე-5 განყ-ის მიერ, როგორც კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. სსრკ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგანგებო სათათბიროს მიერ 15.06 -1949 წელს კოდექსის 17-58-8 და 58-10 მუხლებით მიესაჯა გადასახლება კრასნოიარსკის მხარეში. გადასახლების ადგილზე დასასახლებლად კრასნოიარსკის მხარეში ჩავიდა 1949 წლის 9 ნოემბერს. განთავისუფლებულ იქნა 09.09 -1954 წელს კრასნოიარსკის მხარის შსს სამმართველოს N9,9-12074 მითითებით. საქმეების გადახედვის ცენტრალური კომისიის სხდომაზე, 07.07-1954 წლის N 73 ოქმის მიხედვით, თხოვნა 20.09-1937 წლის განაჩენის და საგანგებო სათათბიროს 15-06-1949 წლის დადგენილების გადახედვაზე არ დაკმაყოფილდეს 20.11- 1954წ. რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 23.11-1957 წლის განჩინებით 15.06-1949 წლის განაჩენი გაუქმდეს და საქმე შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.