ციცქიშვილი ლეონიდე გიორგის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ხარაგაული
  • ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: არასრული უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ხელოვანი-მხატვარი

  • ბრალად ედება: რომ 1) 1922წ-1924 წლებში იყო გერმანიაში კ/რ ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრი, ხოლო 1935 წლიდან კი ფაშისტური პროფკავშირების წევრი. 2) პროვოკაციის მიზნით შევიდა გერმანიის კომუნისტურ პარტიაში. 3) 1933 წელს გესტაპომ დააპატიმრა; დაასახელა გერმანიის კომუნისტური პარტიის წევრები. 4) ინარჩუნებდა კავშირს გესტაპოს ჩინოვნიკ ვოგანკთან. 5) კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო ემიგრაციაში მყოფ ფაშისტ შალვა ბადრიაშვილთან, რომელმაც მოამარაგა ის კ/რ ფაშისტური ემიგრაციული ლიტერატურით სსრკ-ში გასავრცელებლად. 6) დადიოდა თბილისში გერმანიის საკონსულოში გერმანიასთან კავშირების დამყარების მიზნით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: მიკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ა

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1937 წლის მაისში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში.