საბაშვილი ვლადიმერ პანტელეიმონის ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ოზურგეთის (მახარაძე) რაიონი, სოფ. დვაბზუ
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: არასრული უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აჭარის სახალხო-სამეურნეო აღრიცხვის სამმართველოს თანამშრომელი
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ)-ს წევრობის კანდიდატობიდან გაირიცხა 1937 წელს ანტიპარტიული ქმედებების გამო აჭარის "სახგეგმის" ყოფილი თავჯდომარის მოადგილისა და სახალხო-სამეურნეო აღრიცხვის სამმართველოს ყოფილი უფროსის მიერ.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და რომელიც 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას აჭარის სახალხო-სამეურნეო აღრიცხვის სამმართველოში. მავნებლურად აღრიცხა საქონელი (პირუტყვი). თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულ იქნა ივლიანე სურგულაძის ჩვენების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან