დემიჩევი ნიკოლოზ კირილეს ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: ასტრახანის ოლქი/გუბ, ქ. ასტრახანი, რუსეთი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის სამხედრო სასწავლებელის უფროსი მასწავლებელი. წოდება - უფროსი პოლიტხელი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; პარტიიდან გაირიცხა წინამდებარე საქმის გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის ავაზაკური მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტს სკპ(ბ)-ს ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ; 2) 1934 წლიდან იყო წევრი კ/რ საბრძოლო, ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის აღდგენას; 3) ეწეოდა მავნებლობას წითელ არმიაში მისი საბრძოლო და პოლიტიკური მომზადების ძირის გამოსათხრელად; 4) გადაიბირა ახალი წევრები კ/რ ორგანიზაციაში. თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ფილატოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

რესტორნის მფლობელის ვაჟი. წითელ არმიაში მსახურობდა 1919 წლიდან