გაბრიჩიძე შალვა კონსტანტინეს ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი, საქართველო
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის მშენებლობის უფროსი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1916 წ.-დან 1922 წ.-მდე; გარიცხულია და კვლავ აღდგენილი 1924 წ., ხელმეორედ გაირიცხა დაპატიმრების გამო კ/რ საქმიანობისათვის.
- ბრალად ედება: რომ 1934 წ. გადაიბირა კ/რ ტროცკისტული ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვ.გ. ჯიქიამ. მისი დავალებით ატარებდა ძირგამომთხრელ სამუშაოს ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის და „ზაკენერგოს“ (ამიერკავკასიის ენერგომრეწველობა) მშენებლობებზე. იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში. ინფორმირებული იყო და მიიღო კ/რ ორგანიზაციის დირექტივა ტერორის შესახებ სკპ (ბ)-ს და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: კოზაჩენკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-11, 58-8, 58-7
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან