მაიერი ჰენრიხ მარტინის ძე (1911)

  • დაბადების თარიღი: 1911 წ.
  • დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, ქ. ხერსონი, უკრაინა
  • ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
  • ეროვნება: გერმანელი
  • სოციალური წარმომავლობა: საშუალო გლეხი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშაობდა მღებავად სარემონტო სამუშაოებზე ბათუმის პარტსკოლაში.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, ბერიას ქ., საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 07/07/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1935 წელს შევიდა გერმანული დაზვერვის მიერ შექმნილ და გერმანელი აგენტის, ედუარდ გეცფილდის მიერ მართულ კონტრრევოლუციურ ფაშისტურ მეამბოხე-ტერორისტულ და ჯაშუშურ ორგანიზაციაში. ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდგომ, დაპატიმრებას გადარჩენილი ჰ. მაიერი შევიდა ქ. ბათუმში გერმანული დაზვერვის მიერ შექმნილ და გერმანული დაზვერვის აგენტის ოტო გოტფრიდის ძე ბირკლეს ხელმძღვანელობით მოქმედ კონტრრევოლუციურ, ფაშისტურ მეამბოხე- ტერორისტულ და ჯაშუშურ ორგანიზაციაში. ატარებდა მუშაობას გერმანელების მოსამზადებლად საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყებისთვის, ასევე კომპარტიის და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის; 1933 წლიდან ჯაშუშური საქმიანობით დაკავშირებული იყო გერმანიის მზვერავ სტერთან და ასრულებდა გერმანული დაზვერვის ჯაშუშურ დავალებებს. რამდენჯერმე დაესწრო ორგანიზაციის არალეგალურ თათბირებს, რომლებიც იმართებოდა ჯაშუშური საქმიანობისთვის გადასახლებამისჯილის ცოლის, საბინა შელის ბინაზე. იყო აჭარის შინსახკომის ინფორმატორი, მაგრამ შინსახკომს დაუმალა ორგანიზაციის არსებობა, რომლის წევრიც თვითონ იყო.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-1-ა, 58-2, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

დაბადების თარიღი სხვადასხვა დოკუმენტებში სხვადასხვაა (1911 და 1916).